Frequesntly Asked Questions

General

 

1) დეკლარირება ხდება ამანათის საწყობში ასახვიდან მისი ქვეყანაში ჩამოსვლამდე.

 2) ამანათი ქვეყანაში შემოსვლისას გადის საბაჟო პროცედურებს. პროცედურების გასავლელად აუცილებელი პირობაა ამანათის შიგთავსზე სრული ინფორმაცია მიეწოდოს საბაჟოს,  ნივთის აღწერილობა, ღირებულება და გამყიდველი მაღაზია. 

აღნიშნულ ინფორმაციას გვაწვდის ამანათის მიმღები და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის სისწორეზე. არასწორად წარდგენილმა ინფორმაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს საჯარიმო სანქცია

 

       რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?

  • საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
  • თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება  300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.
  • თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას.

       რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?

  • ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
  • თუ  დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავი.
    რამდენია განბაჟების გადასახადი?
    საბაჟო გადასახადები ანგარიშდება ნივთის საბაჟო ღირებულებიდან . (საბაჟო ღირებულება- საქართველომდე გაწეული ყველა ხარჯი)
  • განსაბაჟებელი ამანათზე ინფორმაცის მოგდით სმს შეტყობინებით.  თქვენგან მიღებული ინვოისების საფუძველზე ჩვენ გიფორმებთ საბაჟო დეკლარაციას .
  • განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
  • 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების ნივთებს დაერიცხება საბაჟო მომსახურეობის საფასური – 20 ლარი.
  • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების ნივთებს დაერიცხება საბაჟო მომსახურეობის საფასური – 100 ლარი.
  • 10 000 ლარის ზევით ღირებულების ნივთებს დაერიცხება საბაჟო მომსახურეობის საფასური – 300 ლარი.
  • დეკლარაციის გაფორმების საფასური შეადგენს 20 ლარს, რომელსაც იხდით  კომპანიაში.

   ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;

 ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;

რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;

 საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

 მიწა და ნერგები მიწით;

 ფეთქებადი ნივთიერებები;

 ფსიქოტროპული ნივთიერებები;

 მცენარეების თესლები 25 გრამზე მეტი;

 წამლები 10 შეკვრაზე მეტი;

 

Payments

Payment is made by credit card.

თურქეთი 1კგ - 1.9 $

საბერძნეთი 1კგ - 2.9€

ჩინეთი საჰაერო 1კგ-9.5 $ ( იმ შემთხვევაში თუ მოცულობითი წონა აღემატება რეალურ წონას 3 ჯერ, ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონით )

ჩინეთი სახმელეთო 1კგ-3.9$ ( მინიმუმ 0.5კგ )

პოლონეთი 1კგ-5.6$ ( მინიმუმ 1კგ )

ამერიკა 1კგ-9$

ექვივალენტი ლარში