ნივთი, რომელიც არის გასატეხი გთხოვთ გაითვალისწინოთ და გახსნათ ოფისში. ოფისიდან გატანის შემდეგ კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.
ვინ ვართ ჩვენ ?
კომპანია “ვესტ გრუპი” წლების განმავლობაში აწარმოებს ტვირთის ექსპორტ-იმპორტს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის საბაჟო პროცედურებთან დაკავშრებულ სრულ მომსახურეობას, საბაჟო სასაწყობო, საბროკერო მომსახურეობას როგორც კომერციულ ტვირთზე ასევე საფოსტო გზავნილებზე. “ვესტ გრუპი” „რევესტას“ სახით საქართველოს ბაზარზე წარადგენს ფოსტას, რომელიც ემსახურება პერსონალური და ონლაინ გზავნილების მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო პროცედურების წარმოებას.
ჩვენი მისია....
უმოკლეს ვადაში და ხარისხიანად მოვახდინოთ გზავნილების ტრანსპორტირება და შევქმნათ უმსხვილესი გადაზიდვების საერთაშორისო ქსელი .
რას გთავაზობთ....
ამანათებისა და სხვადასხვა ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან (საჰაერო/სახმელეთო), ამერიკიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან.
საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გენიჭებათ თქვენი უნიკალური კაბინეტის ნომერი , რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი ნივთი და მიიღოთ საქართველოში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით , რომ საქართველოში ჩამოსული გზავნილის საბაჟო პროცედურები და მიწოდება მოხდეს უმოკლეს ვადებში.
✓ საბაჟო-სატერმინალო და საექსპედიტორო მომსახურეობა;
✓ საბაჟო კონტროლის ზონაში ამანათების და სხვადასხვა კომერციული ტვირთების მიღება, დასაწყობება, საბაჟო ინსპექტირება და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო პროცედურა.
✓ ტვირთების მოქცევა ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის რეჟიმებში;
✓ ამანათების და სხვადასხვა კომერციული ტვირთების საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს საუკეთესო ტარიფებით და უმოკლეს ვადებში. ამ ეტაპზე გადაზიდვებს ვანხორციელებთ ჩინეთიდან (საჰაერო/სახმელეთო), ამერიკიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან.
თურქეთიდან და საბერძნეთიდან - ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით.
პოლონეთიდან - თუ ნივთის შეფუთვის რომელიმე პარამეტრი აღემატება 1.20 მეტრს, ტრანსპორტირება ხდება მოცულობითი წონის მიხედვით.
ჩინეთი - საჰაერო ტრანსპორტირება:იმ შემთხვევაში, თუ მოცულობითი წონა რეალურ წონას სამჯერ აღემატება, ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება მოცულობითი წონის მიხედვით.
ჩინეთი - სახმელეთო ტრანსპორტირება: ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება იმ წონით, რომელიც უფრო მაღალია რეალური თუ მოცულობითი.
ამერიკა - თუ ნივთის შეფუთვის რომელიმე პარამეტრი აღემატება 80 სმ, ტრანსპორტირება ხდება მოცულობითი წონის მიხედვით.