მომსახურების ხელშეკრულება

კომპანია ვესტ გრუპი,  შემდგომში „კომპანია“, ვებ-გვერდი: www.revesta.ge, ტელ: 0322 01 12 32, მისამართი: თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ.53

და

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში - „კლიენტი“, რომელიც სარგებლობს ვესტ გრუპი-ის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის უნიკალური საფოსტო მისამართი (ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია მის პირად გვერდზე და ემთხვეოდეს ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ ინვოისშიდა  საბაჟო დოკუმენტაციაში  და შპს ვესტ გრუპის მონაცემთა ბაზაში მითითებლს, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

ტერმინები:

„კომპანია“ - პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებას;

„კლიენტი“ - პირი, რომელიც უკვეთავს, იხდის მომსახურების საფასურს და მიიღებს ტვირთს მიიჩნევა კლიენტად ან/და მის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ კანონიერ წარმომადგენლად;

უნიკალური საფოსტო მისამართი – საფოსტო მისამართი, რომელიც მდებარეობს თურქეთის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და გამოიყენება კლიენტის მიერ შეკვეთების მისაღებად. მისამართი ხელმისაწვდომია კლიენტის revesta.ge სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ.

ტვირთი - მატერიალური ობიექტი, რომელიც მიღებულია გადასაზიდად, წინამდებარე ხელშეკრულბით დადგენილი პირობების შესაბამისად, ნებისმიერი ტრანსპორტით;

სატვირთო ადგილი - ფიზიკურად განუყოფელი ტვირთი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ტვირთისაგან, რომელიც განუყოფელია შეფუთვის საშუალებებით და რომელსაც გააჩნია გარკვეული ზომები, ფორმა და წონა და გამზადებულია დასატვირთად, ტრანპორტირებისთვის, შენახვასა და გადმოტვირთვისთვის;

დამატებითი მომსახურება - მომსახურება, რომელსაც „კომპანია“ დამატებით უწევს „კლიენტს“ ანაზღაურების სანაცვლოდ;

კურიერი - პირი, რომელიც „კომპანიის“ მიერ უფლებააღჭურვილია ტვირთის გადაზიდვაზე;

გაცემა - გადაზიდული ტვირთის იმ პირისათვის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის) გადაცემა, რომელიც მითითებულია ინვოისში;

 

1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მითითებული საწყობიდან, შემკვეთის მიერ გადაგზავნილი  ტვირთის საქართველოს საწყობიდან გაცემის მომსახურების გაწევას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2 კომპანია ვესტ გრუპი-ის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.revesta.ge  მომსახურების (ხელშეკრულების) პირობები საჯაროა. კომპანია ვესტ გრუპი-ს მომსახურებით სარგებლობა და შეკვეთის განხორციელება ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი დაიცვას მისი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალობა და თავად აკონტროლებს მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებულ ყველა ოპერაციას. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.

1.3 კომპანია უფლებასმოსილია არ გაუწიოს მომსახურება იმ პირებს (ფიზიკური, იურიდიული), რომლებიც ეწევიან ვესტ გრუპი-ის მსგავს საქმიანობას, არიან ასეთი კომპანიების დამფუძნებლები, ნებისმიერ მენეჯერულ რგოლში დასაქმებული პირები.

 

2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება, გადაფუთვა და გადახდა

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. 

2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.revesta.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს შეფერხებებ სამანათების გაცემისას.

2.3 წონის დათვლა ხდება 0,1-კგ-დან , 1 კგ-ის ზევით დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.

2.4 ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის წონაზე და იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან არის გამოგზავნილი .თურქეთიდან და საბერძნეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება ფიზიკური წონით. ჩინეთიდან და ამერიკიდან ამანათები იგზავნება ფიზიკური ან მოცულობითი წონით . თუ ფიზიკური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება ფიზიკური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია ფიზიკურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით.

2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთ(ებ)ის ,  მიმღებზე გაცემემდე

2.5 თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა კლიენტის მიერ ტრანსპორტირების საფასურის გადახდა და გზავნილის გატანა, კომპანია ვალდებულია გზავნილი გადასცეს სახელმწიფო შემდგომი განკარგვისთის.

2.6 კლიენტი, კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

2.7 მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ის ამანათი რომლის ტრანსპორტირების თანხაც დაფარული აქვს.

2.8 ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე. შემცირებულად ჩაითვლება ყველა ის ამანათი რომელშიც შესაძლოა ყუთის რომელიმე გვერდზე შიგნიდან დარჩეს 1-2 სმ სიგანის სივრცე.

2.9 არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მომხმარებელი უთითებს ამანათების მართვის გვერდზე.

2.10 არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში. ასევე არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები თუ ამას მომხმარებელი სპეციალურად არ მოითხოვს  ამანათის  საწყობში მისვლამდე.

2.11 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.

2.12 უსაფრთხოების მიზნით, არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება ან მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება.

 

3. პასუხისმგებლობა ამანათზე (ტვირთზე)

3.1 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

3.2 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: ადვილად მსხვრევადი ტვირთი (მაგ: შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს revesta-ს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

3.3 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია დეკლარირებული პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას. ამასთან, ინვოისში მითითებული ჩამონათვალი და რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს დეკლარაციაში მითითებულ ჩამონათვალსა და რაოდენობას. 

3.4 ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი,საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

3.3 3.4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია ამოწმებს ანაზღაურების დადგომის ფაქტს, წინამდებარე პირობების მიხედვით და აწვდის ინფორმაციას კლიენტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

3.5 ზარალის ანაზღაურებას დაქვემდებარებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება ხდება პრეტენზიის წარდგენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

3.6 თუკი კლიენტმა განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიუთითა არასწორი მომხმარებლის მისამართი, რის შედეგადაც ტვირთის მიტანა ვერ მოხდა კლიენტის ბრალეულობით, ტვირთის ღირებულება არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

3.7 ზარალის ანაზღაურებას არ ექვემდებარება გზავნილის ღირებულება, რომლის მიღებაც არ დასტურდება ჩვენს საწყობში.

3.8 საბაჟო ორგანოების მიერ ტვირთის კონფისკაცია არ განიხილება ზარალის ანაზღაურებას დაქვემდებარებულ შემთხვევად.

3.9 იმ შემთხვევაში, თუკი ზარალი იქნება ანაზღაურებული და ამ დროს მოხდება ტვირთის მიტანა  კომპანიის საწყობში, კომპანია აცნობებს ამის შესახებ კლიენტს, ხოლო, კლიენტი თავის მხრივ ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეავსოს ანგარიში წარმოქმნილი დავალიანების თანხის ოდენობით.

 

4. კლიენტი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

4.1 სისტემაში რეგისტრაციისას და პირადი ოთახის შემქნისას გამოიყენოს მხოლოდ ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა  საიდენტიფიკაციო მონაცემები. სისტემაში ატვირთული მონაცემები კონფიდენციალურია და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ტვირთის (ამანთის) გადაზიდვის პროცესში ჩართული პირებისა.

4.2 ინტერნეტ-მაღაზიებში შეკვეთის განთავსებისას გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უნიკალური საფოსტო მისამართი.

4.3 ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, კლიენტმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.

4.4 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას კლიენტმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

4.5 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4.6 კლიენტი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

4.7 დაიცვას  საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, ასევე ტვირთების (ამანათების) მიმართ გამომგზავნი ქვეყნების საფოსტო და საკურიერო სამსახურების მიერ დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები. 

4.8 დროულად და სრულად შეავსოს საბაჟო დეკლარაცია თითოეული ტვირთვისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი დაარღვევს ტვირთის მიღების და გაცემის ადგილების ქვეყნების საბაჟო კანონმდებლობას, რაც გამოიწვევს საგადასახადო ან/და საბაჟო მოსაკრებლების (გადასახდელების) დარიცხვას ან/და ტვირთის კონფისკაციას, არ წარუდგინოს კომპანიას ფულადი თუ სხვა სახის პრეტენზიები.

4.9  კლიენტი ადასტურებს, რომ მის მიერ ტვირთის (ამანათის) მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

4.10 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

 

5. განბაჟება

5.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნი მაღაზიის, ნივთის აღწერილობის და ფასის მითითება) revesta–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

5.2 განსაბაჟებელი ტვირთის (ამანათების) დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრება 20 ლარით თვითოეულ დეკლარაციაზე.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია  უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

5.4  თუ მომხმარებელი არ ასრულებს ან აჭიანურებს ტვირთის (ამანათის) დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. თუკი საბაჟო პროცედურების დასრულება ვერ მოხდა ან მოხდა ვადის დარღვევით დამკვეთის ბრალეულობით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანზე.

 

6. პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

6.1 იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია  არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

 

7. სხვა პირობები

7.1  მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.

7.2  კომპანია  უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის (კომუნიკაციის) ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

7.3  ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არააქტიურად და რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ ავტომატურად გაუქმდება.

7.4  კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.