ამანათები განბაჟებას შეიძლება დაექვემდებაროს რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. 1) თუ ერთ საიტზე შეძენილი ნივთები გამოიგზავნება ერთი რეისით და მათი ღირებულება აჭარბებს 300 ლარს ; 2) თუ ერთ საიტზე შეძენილი ნივთები გამოიგზავნება ერთი რეისით და მათი წონა აჭარბებს 30 კგ-ს; 3 ) თუ ნივთებს ენიჭება კომერციული სტატუსი. (ერთგვაროვანი ნივთები).
დეკლარირება ძალიან მნიშვნელოვანია ამანათების შემოტანის დროს. დაუდეკლარირებელი ან არასწორად შევსებული ინფორმაცია აფერხებს გადამზიდი კომპანიის მუშაობას და ქმნის ნივთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დატოვების საფრთხეს. არასწორად დეკლარირებული თანხის შემთხვევაში მიმღები პასუხს აგებს საბაჟო გამშვებ ორგანოსთან , თუ დაფიქსირდა ღირებულების შემცირება გადასახადების თავის აცილების მიზნით, მიმღებზე გამოიწერება სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრება ჯარიმა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და დროულად მოახდინოთ ნივთების დეკლარირება.
დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:
თქვენი კაბინტიდან გადადით ჩემი ამანათებში-საწყობში-ამანათის მართვა და შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი
ღირებულება (ფასი) - ნივთში გადახდილი თანხა შესაბამის ვალუტაში.
ონლაინ მაღაზიის დასახელება
ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322011232